მელიას იმ ფორმით დაკავებას ემხრობოდით, “უჩინარმა კაცმა” პოზიცია შეგაცვლევინათ – გახარია წულუკიანს

მელიას იმ ფორმით დაკავებას ემხრობოდით, “უჩინარმა კაცმა” პოზიცია შეგაცვლევინათ – გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ არალეგიტიმური პარლამენტის კომისიაზე 20 ივნისთან დაკავშირებით საუბრისას 2021 წელს ნიკა მელიას დაკავებაც გაიხსენა.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, 20 ივნისს, მე ამ შენობაში ვიცავდი სახელმწიფოს . არა პარტიას, არა ხელისუფლებას , არა ცალკეულ ადამიანებს, არამედ ვიცავდი სახელმწიფოს. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით და პასუხს ვაგებ თითოეულ სიტყვაზე, რასაც ვამბობ – მაშინ დარწმუნებული ვიყავი , რომ გავრილოვის აღმოჩენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, იყო იდიოტური შეცდომა. მაგრამ დღეს უკვე ასე აღარ ვფიქრობ იმიტომ, რომ ის პროცესები რომელიც მოხდა 2021 წლის 18 თებერვალს, ჩემი გადადგომის ღამეს ძალიან იდენტურად იმეორებდა ყველაფერს რაც მოხდა 20 ივნისს და ამის ცოცხალი მაგალით ხართ თქვენ ქალბატონ თავმჯდომარე. სწორედ იმ ღამეს თქვენ, როგორც სხვა ბევრი, როდესაც ინფორმაციას გაწვდიდით და საქმის კურსში  გაყენებდით მიმდინარე ოპერატიულ მდგომარეობაზე, როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე მთავრობას, თქვენ, უმრავლესობა ემხრობოდით იმ პოზიციას, რომ იმ ფორმით და იმ ღამეს, მელიას დაკავება იქნებოდა შეცდომა. ზუსტად მახსოვს თქვენი სიტყვები, რომ თქვენ, როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ნაცების ოფისს მიანიჭებდით პენიტენციური დაწესებულების ნომერს და თვლიდით, რომ ეს იქნებოდა დიდი შეცდომა, თუმცა, მაშინაც, 2021 წლის 18 თებერვალს, უჩინარი კაცი, როგორც ჩანს, ჩაერთო პროცესების მართვის პროცესში და თქვენ ყველას შეგაცვლევინათ აზრი და ზუსტად 1 საათში ყელა თქვენგანი გაქრა” განაცხადა გახარიამ