“სამწუხაროა, რომ მოხდა ასეთი პროვოკაცია. სადაც არის მელია, იქ არის პროვოკაცია, ეს მოხდა მეოცედ, მე მგონი. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველას, როგორც პროვოკატორებს მაგალითად, მელიას, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, ასევე მხარდამჭერებს მოვუწოდებ, არ აყვნენ ასეთ პროვოკაციებს და არ მოახდინონ არაჯანსაღი რეაგირება. სიმშვიდე არის ერთადერთი, რაც ახლა ჩვენ გვჭირდება”

ამბობს ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ცნობისთვის, ვაზისუბანში ნიკა მელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.