მელიას შვილისთვის, რომელმაც მე ბევრი სტენტი ჩამისვა, იმუნიტეტის მოხსნას მხარს ვერაფრით დავუჭერ – ზილფიმიანი

მელიას შვილისთვის, რომელმაც მე ბევრი სტენტი ჩამისვა, იმუნიტეტის მოხსნას მხარს ვერაფრით დავუჭერ – ამის შესახებ “ევროპელი სოციალისტების” წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„იმ მელიას შვილისთვის, რომელმაც მე ბევრი სტენტი ჩამისვა, მისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს ვერაფრით ვერ დავუჭერ. სერიოზულ ნოტაზე რომ ვთქვათ, მაინც არ დავუჭერ მხარს, იმ მიზეზით, რომ ამ ნაწილში მაინც სოლიდარულები უნდა ვიყოთ ოპოზიციონერები. ეს ფორმალური ნაწილია. გულით მინდა გავიგო, რა ნორმებით ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება. აქ ლაპარაკია გირაოს გირაოზე, ჩემთვის ეს გაუგებარია. მხოლოდ ის, რომ ამას ითხოვს პროკურატურა, ეს ჩემთვის შეიძლება საკმარისი არ იყოს. თუმცა გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ მხარს არ დავუჭერთ.თუკი იურიდიული ნორმა ყველასთვის ერთი და იგივე უნდა იყოს, ჟურნალისტი ხარ თუ პოლიტიკოსი, ეს ნორმა ყველამ უნდა შეასრულოს. იმ ნაწილზე ვსაუბრობ, რომელიც სადაოა. რას ნიშნავს, გირაოს გირაო? ნებისმიერ შემთხვაში გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მხარი არ დავუჭიროთ, ოპოზიციონერი კოლეგაა. თუმცა, რადგან სადაოა საკითხი, იმის მიმდევრად ვრჩები, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალი არ უნდა იყოს. ყველა ერთნაირად უნდა დაისაჯოს ან არ დაისაჯოს. მე არ ვიცნობ ამ საქმის იურიდიულ სეგმენრს, თუმცა, ჩვენი რწმენით, მხარს არ დავუჭერთ,”- განაცხადა ზილფიმიანმა.