მელია არის ერთ-ერთი ყველაზე შეუპოვარი ოპოზიციური ლიდერი – ბოკუჩავა მელიას შტაბზე თავდასხმის მიზეზებზე საუბრობს

“იმიტომ, რომ მელია არის ერთ-ერთი ყველაზე შეუპოვარი ოპოზიციური ლიდერი”- ასე აფასებს,  ენმ-ის  ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა ნიკა მელიას შტაბზე თავდასხმას. მისი თქმით მელია ერთ-ერთი ყველაზე შეუპოვარი ლიდერია ოპოზიციაში და სწორედ ამის გამო ხდება შტაბზე თავდასხმა, წინასაარჩევნოდ ქვების სროლა და იარაღით მუქარა.

“თქვენ გახსოვთ, წინასაარჩევნოდ ქვები დაუშინეს ნიკა მელიას, როდესაც წინასაარჩევნო შეხვედრას ატარებდა, შემდეგ არჩევნების დღეს იარაღით ემუქრებოდნენ ადამიანებს და ახლა პოსტსაარჩევნოდაც ვხედავთ, რომ გრძელდება იმიტომ, რომ ნიკა მელია არის ერთ-ერთი ყველაზე შეუპოვარი ოპოზიციური ლიდერი და ის განასახიერებს, მათ შორის, ქართველი ხალხის არშეგუებას იმ უსამართლობასთან, რაც მოხდა 31 ოქტომბრის არჩევნებზე. ამიტომ, ძალადობს ივანიშვილი თავის რაღაც სუს-ის და “ტიტუშკების” გამოყენებით, რაზეც დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მკვახე რეაგირებას მიიღებს ქართველი ხალხისგან, ისევე, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ  გლდანში ნიკა მელიას შტაბზე თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ცნობით, ოფისს სავარაუდოდ, ე.წ მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს.