“ზოგადად უნდა გითხრათ, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისი არ არის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, არც ნიკა მელია არ არის ესმერალდა და ეს ამდენი კვაზიმოდო არაფერში არ სჭირდება მის დაცვას. კანონი ასრულდება და ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება მას. თუ ვინმე ზედმეტს იზამს ამ წინააღდეგობის გაწევაში და მართლა შეეცდება, კანონი მათ მიმართაც იგივეა, როგორიც ნებისმიერი მოქალაქის მიმართ”,– თქვა მან პალიტრანიუსის ეთერში.
ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. პროკურორის განმარტებით, მას გონივრულ ვადაში დააკავებენ.