ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტთან ელოდება. მათი თქმით, პარლამენტში შესული ყველა დეპუტატი “პუფია”, ამიტომ მთავარი ოპოზიციური პარტიის წევრებს “პუფების კორიდორში” გავლა მოუწევთ.
მათ ადგილზე მიტანილი აქვთ პლაკატები, რომლებზეც ენმ-ს წევრების ძველი განცხადებები წერია პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით.
ნაციონალური მოძრაობის 32 დეპუტატი პარლამენტში დღეს, სავარაუდოდ 12:00 საათზე მივა.