“ჩემი აზრით, პოლიტიკოსი არ უნდა იყოს დაკავებული მორალური დაცემის მაგალითის დემონსტრირებით საზოგადოებისთვის, თუმცა ალბათ მას არც აქვს პრეტენზია, რომ ის არის პოლიტიკოსი. ეს არ არის არც კომენტარი, არც მწვავე კრიტიკა, არც შეფასება, წყევლაა ჩვეულებრივი, იწყევლება. მე მას ვურჩევდი, რომ საკუთარ თავზე კონტროლი არ დაკარგოს. თუკი მას ვინმე აკრიტიკებდა, სამართლიანად აკრიტიკებდა და ბოლომდე ვცდილობდი, რომ დახმარების ხელი გამეწოდებინა”

 

ასე ეხმიანება ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომელმაც ნაციონალურ მოძრაობას “გაბანძებული პარტია” უწოდა და მელიას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.