“მელია ჩაიკეტა თავის ოთახში, პრაქტიკულად, შინაპატიმრობას მიმართა “- ეს განცხადება, პარლამენტის ტავჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ რუსთავი2-ის ეთერში გააკეთა. თალაკვაძის თქმით, ნიკა მელია “პრაქტიკულად შინაპატიმრობაშია”.
“იმაზე უარესი გააკეთა თვითონ. პრაქტიკულად, თვითონ დაიმძიმა შეზღუდვები, ჩაიკეტა ოფისში, ჩაიკეტა ოთახში და პრაქტიკულად თვით შინაპატიმრობას მიმართა, რაც უფრო მძიმე შეზღუდვაა, ვიდრე ნებისმიერი სამაჯურის ტარება”, -განაცხადა თალაკვაძემ.
17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა, მთელი ღამის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებოდნენ. ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში, საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. შსს-მ კი ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება გადადო.