მელია 51%, კალაძე 49% – მთავარი არხის ეგზიტპოლი

მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 18:00 საათისთვის თბილისის მერის არჩევნებში პროცენტები ასე გადანაწილდა: კახა კალაძე 49%; ნიკა მელია 51%.

გამოკითხვა ჩატარდა დღეს, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით.

შესაძლო ცდომილების ზღვარი +/-3%-ია.

ეს შედეგები ასახავს 18:00 საათის მონაცემებს.