მელია 53%, წოწერია 47% – მთავარი არხის ეგზიტპოლი

“მთავარი არხის” დაკვეთით, კომპანია “ანოვას” მიერ ზუგდიდში ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ასეთია:

  • ანზორ მელია – 53%
  • მამუკა წოწერია – 47%

ეგზიტპოლი ჩატარდა “მთავარი არხის” დაკვეთით, გამოკითხვის პროცესი შეასრულა კომპანია “ანოვამ”. შედეგების დათვლაზე იმუშავა სტატისტიკოსების ჯგუფმა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად.

გამოკითხვა ჩატარდა დღეს, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით.

შესაძლო ცდომილების ზღვარი +/-3%-ია.

ეს შედეგები ასახავს 18:00 საათის მონაცემებს.