მელიტოპოლის მერის ივან ფედოროვის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქიდან ბულგარეთის კონსული გაიტაცეს.
“მთელი ქვეყნის მასშტაბით ოკუპანტებმა მოიტაცეს 50-ზე მეტი ჩემი კოლეგა, დღეს 29 მათგანი იმყოფება ოკუპანტების ციხეში. აქტივისტების, ბიზნესმენების მიმართ ოკუპანტებს აქვთ მთელი ტაქტიკა, ისინი იტაცებენ ყველას, ვისაც აქვს საკუთარი აზრი, პატრიოტული სულისკვეთება. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ მელიტოპოლში გაიტაცეს ბულგარეთ საპატიო კონსული”, – აღნიშნა ფედოროვმა.