სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მელიქიშვილის გამზირი კვირის ბოლომდე სრულად ჩაიკეტება. თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე თქმა, შეზღუდვა დღეს, 00:00 საათიდან ამოქმედდება. მისივე თქმით, კვირის ბოლომდე გამზირის მოასფალტება დასრულდება.
“კვირის ბოლომდე მოგვიწევს, დროებით იყოს ჩაკეტილი მელიქიშვილი, სანამ მოასფალტება სრულად დასრულდება, რამდენიმე დღეც და პროექტი დაბრკოლებებს აღარ შეუქმნის თბილისის მოსახლეობას” – თქვა კალაძემ.