”მემუქრებიან რაღაცა კარიერით, თურმე, მე ამ კარიერას დავემშვიდობები, თურმე სხვა კარიერა მინდა, ავიწყდებათ რამდენი წლის ვარ. თუ ვინმე მიცნობს ამ ქვეყანაში, ალბათ ისიც იცის, კარიერა დიდი ხანია იქ დავტოვე. მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ეს ქვეყანა, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელსაც ყველა ებრძვის რატომღაც, არავინ ხედავს, რომ ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა და ჩვენი საზოგადოება ამას მიიღებს ყველაფრის მიუხედავად. აქ ვარ მე, აქ ხართ თქვენ და ჩვენ ამ გზაზე წავალთ, რაც არ უნდა იყოს – ზეწოლა და სხვადასხვა ფორმით შანტაჟის მცდელობები.”

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ეს მის კარიერას და რეპუტაციას ზიანს მოუტანს.