მეორედან არა, სახურავიდან გადმოაგდეს – კალაძე ”მთავარის” ოპერატორზე

“მეორედან არა, სახურავიდან გადმოაგდეს. დაამძიმეთ, უფრო საინტერესოა”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ქარელში ქართული ოცნების ოფისიდან მთავარი არხის ოპერატორის გადმოგდებას.

“არასერიოზულად იქცევით, ბიჭი მიდიოდა, უკან-უკან… ჩემი თანდასწრებითაც ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა როცა მივდივართ ოპერატორები იღებენ უკან-უკან მიდიან და… თქვენ მაჩვენეთ კადრი სადაც ჩანს, რომ გადააგდეს”, – ამბობს კალაძე.