მეორედ მოსვლები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად მეორედ მოსვლა იმის მანიშნებელია, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა, მისი ბრძანებების უპირობო შემსრულებელი დაეყენებინა სათავეში.
„ის, რაც ვერ ან არ გააკეთა ყოფილმა პრემიერმა, ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ნიკა მელიას დაპატიმრებას, ახლა ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, რომ ეს გააკეთოს ღარიბაშვილის ხელით, მაგრამ ვერანაირი ცვლილებები მთავრობაში, ვერანაირი ძველი თუ ახალი სახეების დაბრუნება, ვერ შეცვლის არსებულ რეალობას. ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ რღვევის პროცესია დაწყებული და მართლა ნაკერებზე ირღვევა მთლიანად სახელისუფლებო ვერტიკალი, ეს არის ის სპირალი, საიდანაც ამოსავალი არ არსებობს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.