მეორე ტურში აქტივობა ნაკლებია ხოლმე, წელს გამონაკლისია, თბილისმა გაიღვიძა და არჩევანს აკეთებს მრავალფეროვნებისთვის- ნიკა მელია

“მეორე ტურებში ტრადიციულად გამოცხადება საარჩევნო უბნებზე არის ნაკლები ვიდრე პირველ ტურში, მაგრამ წელს არის გამონაკლისი და ეს ნიშნავს რომ თბილისმა გაიღვიძა “- ამის შესახებ, ენმ-ის თავჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა,  ნიკა მელიამ, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში აქტივობა როგორც წესი დაბალია ხოლმე, თუმცა წელს არის გამონაკლისი, რაც ნიშნავს რომ თბილისმა გაიღვიძა, აკეთებს არჩევანს მრავალფეროვნებისთვის.

” ყველაფერს ვაკეთებთ და ყველაფერს აკეთებენ თბილისელები და არა მხოლოდ თბილისელები, რომ დასრულდეს, ჩემი აზრით, ძალიან სამარცხვინო საბჭოთა სტილის ერთპარტიული მმართველობა და გზა გაეხსნას კოალიციურ მმართველობას. მმართველობას, რომელიც გულისხმობს განსხვავებული აზრების შეჯერებით ქვეყნის მართვას. თუ ჩვენ გვინდა და გვნიდა ნამდვილად რომ ვიყოთ დიდი ღირსეული წევრი, დიდი ევროპული ოჯახისა, ასე უნდა ვიქცეოდეთ და მამრთველობა რომელიც გულისხმობს  ერთპარტიულ, უღიმღამო, პირქუშ მმართველობას უბრალოდ ვერ წაგვიყვანს იქ სადაც ჩვენი ისტორიული მისწრაფებები არის. დარწმუნებული ვარ რომ გამარჯვებას მოიპოვებს კოალიციური მმართველობა და ამის საფუძველს იძლევა წინასწარი მონაცემები, რომელიც უკვე არსებობს. აქტივობა 10 საათისთვის არის გაცილებით მაღალი, ვიდრე იყო პირველ ტურში. მეორე ტურებში ტრადიციულად გამოცხადება საარჩევნო უბნებზე არის ნაკლები ვიდრე პირველ ტურში, მაგრამ წელს არის გამონაკლისი და ეს ნიშნავს რომ თბილისმა გაიღვიძა და თბილსიი არჩევანს აკეთებს  მრავალფეროვნებისთვის” -განაცხადა ნიკა მელიამ.