ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
სიტყვით გამოსვლისას ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლევან ვარშალომიძ ამომრჩეველს მოუწოდა, არ წავიდეს არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც 21 ნოემბერს არის დაგეგმილი. მან ასევე გააჟღერა ინიციატივა, მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნები მოეწყოს.
“ყველას მოგიწოდებთ, დავდგეთ საარჩევნო უბნებთან და გავაკეთოთ სირცხვილის კორიდორი. ვნახოთ, რამდენი ყავს ქართულ ოცნებას მხარდამჭერი”. – თქვა ვარშალომიძემ.
მან მოუწოდა მოქალაქეებს, საქართველოს დროშები გადმოფინონ თავიანთი ფანჯრებიდან.
ცნობისთვის, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მეორე ტურებში მონაწილეობას არ აპირებს.