“ეს არის დიდი ტყუილი და სიცრუე, რასაც ყოველდღიურად აკეთებთ მუნიციპალიტეტის და ჩემ წინააღმდეგ. არასდოს არ შეგრჩებათ სიცრუე, არასდროს არ შეგრჩებათ ის, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, მიაწოდოთ ცრუ და ტყუილი ინფორმაცია, მერე გიკვირთ, რატომ ხართ ნულები და დაფიქრდით. მე პირადად გულწრფელად გეუბნებით, ძალიან მსიამოვნებს თქვენი არსებული მდგომარეობა. თუ ასე გააგრძელებთ, იქნებით ისევ ნულები. ჩვენი პასუხი იქნება ძალიან მარტივი – განვითარება, აღმშენებლობა, საქმის კეთება, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება, დახმარება ადამიანებისთვის, ოჯახებისთვის”
მიმართა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს.