მერე რა, რომ ოცნების წარმომადგენელია, დიდი მადლობა შალვა – ელისაშვილი პაპუაშვილს

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი უმრავლესობის წევრს, შალვა პაპუაშვილს საარჩევნო ცვლილებებში ჩართულობისთვის მადლობას უხდის.

მისი თქმით, ეს ისტორიული დღეა.

“ჩვენს პარტიას გვინდა, თეთრზე ვთქვათ თეთრი, შავზე ვთქვათ შავი. ვიცოდი, როგორი გულმოდგინებით შრომობდა შალვა პაპუაშვილი. მერე რა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენელია. დიდი მადლობა შალვა იმ შრომისთვის, რაც ჩადე საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით. ლევანის ხათრით ვეტყვი მადლობას ლევან ბეჯაშვილს და პაატაა მანჯგალაძეს, მადლობა მათ, ყველას, ვინც იყო ჩართული ამ ცვლილებების მომზადებაში. ეს ეროვნული სიკეთეა, ერთ პარტიაში გადაქაჩული რამ არ არის”,– თქვა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მეორე მოსმენა მიმდინარეობს.