მერიის მიღებულ გენგეგმაში მაჭავარიანის ქუჩის ზონა მეწყერსაშიშია – ფლანგვის დეტექტორი

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, თბილისის მერიას თითქმის 5 წელი და 2.8 მილიონი დასჭირდა გენგეგმის შესამუშავებლად, რომლის მიხედვითაც თბილისი გეოსაშიშროების მქონე ზონებად დარაიონდა.

ამ გენგეგმის მიხედვით, მაჭავარიანის გზა და მიმდებარე ტერიტორია, სადაც ამჟამად მეწყერის საშიშროება არსებობს, მაღალი და საშუალო გეოსაშიშროების მქონე ზონებია, რაც მერიამ გზის მშენებლობის დაწყებამდე იცოდა. ამის მიუხედავად, მერიამ “ბლექ სი გრუპს” გზის სამშენებლო სამუშაოების დაწყების უფლება მაინც მისცა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, მაჭავარიანის გზის სამშენებლო სამუშაოებს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული კომპანია “ბლექ სი გრუპი” ასრულებს, რომლის ერთ-ერთი მეწილე გიორგი კალანდაძე დეპუტატ ბექა ოდიშარიას ბიზნესპარტნიორია, ხოლო დირექტორის ოჯახის წევრები ქართული ოცნების შემწირველები არიან.

“ბლექ სი გრუპმა 2011-2020 წლებში 490 მილიონი ლარი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აქედან 84 10 547 ლარი ტენდერის გვერდის ავლით, პირდაპირი შესყიდვების გზით”,– აცხადებს ფლანგვის დეტექტორი.