მერიამ დიდ დიღომში უკანონოდ აშენებული ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყო

თბილისის მერიის განცხადებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქ. #24-ის მიმდებარედ, უკანონოდ აშენებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი დაიწყო.

მერიის განმარტებით, გადაწყვეტილება მოქალაქეების მიმართვის შემდეგ მიიღეს, რასაც ინსპექტირება მოჰყვა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის ათამდე ფაქტი გამოვლინდა.

ადგილზე დემონტაჟისთვის მერიის წარმოადგენლების მისვლას პროტესტი მოჰყვა. მერთ-ერთი მცხოვრები რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, რომ ავტოფარეხების დანგრევა მერიის თანამშრომლის ინტერესია.

“ვიღაცის ინტერესია, რომელიც მუშაობს მერიაში და იმის ინტერესის გამო მოდიან. აქ ცხოვრობს ის ვიღაც და ეს ავტოფარეხები უშლის ხელს. როცა ჰკითხეს, რატომ უნდა დაანგრიონო, მე უნდა დავაყენო მანდ მანქანაო”, – ყვება ის.