თბილისის მერია აპირებს, ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებში 11 563 373 ლარი გადაიხადოს. მერიამ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე გამოაცხადა.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 510 კალენდრულ დღეში უნდა დაასრულოს.
წინადადების მიღება 7 ივლისს 17:30 საათზე დასრულდება. საგარანტიო პერიოდად ითვლება 2 წელი შეთანხმების გაფორმებიდან.
პროექტის მიხედვით, არსებული კასკადი და შადრევნები აღდგება პირვანდელი ვიზუალით.
რაც შეეხება სახსრების განაწილებას, 2021 წელს იგეგმება 3 000 000 ლარის ჩადება, ხოლო დანარჩენი 8 563 373 ლარი შემდეგ წელს დაიფარება.