მერია აცხადებს, რომ პარლამენტთან ჯვრის კონსტრუქციის განთავსების ნებართვა არ იძებნება

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის განცხადებით, პარლამენტის წინ ძალადობრივი, პრორუსული, პუტინისტური ჯგუფების მიერ აღმართული ჯვრის განთავსების ნებართვა ბაზაში არ არსებობს. არქიტექტურის სამსახურმა კონსტრუქციის შესახებ პარლამენტის წევრის, ხათუნა სამნიძის განცხადებას უპასუხა.

“სამსახურის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემასა და მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია ქ. თბილისში, რუსთაველის გამზ. N8-ში არსებულ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორიაზე ჯვრის ფორმის რკინის კონსტრუქციის განთავსების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით არ იძებნება”. – ნათქვამია არქიტექტურის სამსახურის პასუხში.