“მერიის თანამშრომლებმა, ჩვენი აივნიდან გადაკიდებული ბანერი -“თავისუფლება თანამებრძოლებს” თვითნებურად ჩამოგლიჯეს” -“მტკვარზე”

“მერიის თანამშრომლებმა, ჩვენი აივნიდან გადაკიდებული ბანერი -“თავისუფლება თანამებრძოლებს” თვითნებურად ჩამოგლიჯეს” – აცხადებს ამის შესახებ, კლუბი “მტკვარზე”.

“ღია კლუბში, რომელშიც მხოლოდ ჩვენი ხელოსანი იმყოფებოდა, მერიის რამდენიმე ფორმიანი წარმომადგენელი, ყოველგვარი ოქმის წარდგენის გარეშე შემოიჭრა და აივანზე გადაკიდებული ბანერი ჩამოგლიჯა. რეჟიმი უკან არაფერზე იხევს და ყველა ხერხით ცდილობს არსებული პროტესტის ტალღის ჩახშობას, მაგრამ, ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. თავისუფლება თანამებრძოლებს! თავისუფლება მზიას!”, – წერია ინფორმაციაში.