მერიის ინფორმაციით აქტივისტების და მედიის საწინააღმდეგო პლაკატების გაკვრის გამო 2 პირი დაჯარიმდა

თბილისის მერიის ინფორმაციით თბილისის ქუჩაებში „ნაციონალური მოძრაობის“, აქტივისტების და მედიის წარმომადგენლების საწინააღმდეგო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით იდენტიფიცირებულია 2 პირი, რომლებსაც 1000 ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ.

როგორც მერიაში აცხადებენ, დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა პლაკატები, დაამახინჯა ქალაქის იერსახე, რაც უკანონო ქმედებაა.

თბილისის ქუჩებში შაბათს დილით გამოჩნდა  პლაკატები გამოჩნდა წარწერით – „არა ნაცებს, არა ბოროტებას“. პლაკატებზე გამოსახულნი არიან მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ნოდარ მელაძე, დავით კეზერაშვილი, გიგა მაქარაშვილი და გიორგი თაბაგარი. პლაკატზე ასევე გამოსახულია ცისარტყელა.