დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ირაკლი ბაღდავაძე გაფიცვისა და მერიის კრიტიკის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, მშრალ შიმშილობას იწყებს.
“გამიშვეს იმის გამო, რომ ბევრი ვილაპარაკე და ამოვქექე, რამდენი მილიონი ჭამეს. დავრჩი უმუშევარი, ქირას ვეღარ გადავიხდი, უზარმაზარი ვალი მაქვს და შემიქმნეს ასეთი პირობები. ჩვეულებრივი ხალხის დაშინებაა, რომ მე რომ გამიშვეს ასევე მოუვა. აგერ რამდენი იბრძოლა, რამდენი ხალხი ჩაერია, ეს ამათი მანქანაა, რომ აგერ ვერაფერი ვერ ქნა, თქვენც იგივე მოგივათ ამის შემდეგ ვერც ვერავინ ამოიღებს ხმას, მე აგერ ვიჯდები, ვაცხადებ მშრალ შიმშილობას, არავითარი წყალი, არავითარი საჭმელი ან ჩემი სიცოცხლე ან სამართლიანობა”,– ამბობს ბაღდავაძე.
შეგახსენებთ, რომ 6-7 აგვისტოს თბილსერვისი თანამშრომლები გაფიცულები იყვნენ. ისინი შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. ირაკლი ბაღდავაძე პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.