„მერო კახა კალაძე, თქვენ რაღაც ნამდვილად არასწორად გაიგეთ: რევოლუციას არა არასამთავრობო ორგანიზაციები ან საქართველოს ახალგაზრდა თაობა, არამედ თქვენი ქვეყნის მმართველი პარტია გეგმავს. საქართველოს მომავალი თავისუფალი ევროპაა და არა ავტორიტარიზმი!“,

ასე მიმართავს, გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი კახა კალაძეს, რომელმაც თქვა: „ბოლო წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პირდაპირ არის ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა“.