“მესამე ტალღის აჩრდილი ევროპის ქვეყნებიდან მოჩანს” – ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მესამე ტალღა საქართველოში ჯერ არ არის, მისი “აჩრდილი მოჩანს” ევროპის ქვეყნებიდან, სადაც კორონავირუსის შემთხვევების დიდი მატება შეინიშნება.
“გუშინ უფრო პესიმისტურად ვიტყოდი. დღეს ის, რომ 200-ით მოიკლო, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჯერ ჩვენთან მესამე ტალღა არ არის. მესამე ტალღა სიგნალებს გვიგზავნის ევროპის ქვეყნებიდან: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ბელგია, გერმანია, თურქეთი, სადაც ფიქსირდება მათი ისტორიული მაქსიმუმები და ვწუხვართ, ჩვენი ადამიანები გვსაყვედურობენ მინიმალურ შეზღუდვებზე. გასაგებია, ყველას თავისი თავი აინტერესებს და არა ის, საფრანგეთში რა ხდება ან ბელგიაში, მაგრამ იზოლირებულ სამყაროში არ ვართ, ამიტომ უნდა შევადაროთ თავი, რა ხდება ევროპაში და ამერიკაში”,-თქვა მან.