მესამე ძალის თბილისის მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე იქნება, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის სერგო ჩიხლაძე იბრძოლებს. კანდიდატები ვაშაძემ დღეს გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა. ისინი გიორგი ვაშაძემ წარადგინა.
მესამე ძალის მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან:
- კრწანისი – დავით ცეკვავა
- საბურთალო – სერგო ჩიხლაძე
- ისანი – თეონა ჭალიძე
- გლდანი – ნანა ტოხვაძე
- დიდუბე – ოთარ ბაღათურია
- სამგორი – ვახტანგ იაშვილი
- ვაკე – პაატა ჩიქოვანი
- მთაწმინდა – ირაკლი გოგუაძე
- ჩუღურეთი – ავთანდილ ჩართოლანი
- ნაძალადევი – ზაზა კორხონჯია
ქართული ოცნებიდან მერობის კანდიდატი კახა კალაძეა, ოპოზიციის – ნიკა მელია. მერობისთვის ასევე იბრძოლებს ექსპრემიერი გიორგი გახარია.