“მესიჯი გავუგზავნე, კაცო. მე რა ვიცოდი, მთელს მსოფლიოს თუ მოდებდა? მესიჯი გავუგზავნე, რომ მერი რომ დაიწყებს მუშაობას, ვაპირებ ჩასვლას-მეთქი. მამუკა ჩემი მეგობარია და ჩვეულებრივ, როგორც მეგობარს, ისე მივწერე. მე რა ვიცოდი, ახლა აივანზე თუ გადმოდგებოდა?

ჩემს თავს დავუსვი კითხვა, რომ ვინაიდან წალენჯიხაში ვინაიდან მერი ასეთი აქტიური სპორტსმენია, შეიძლება თუ არა რაიმეს გაკეთება და შედეგის მიღება. ვისაც ეს საკითხი პოლიტიკურ ქვეტექსტში გადაჰყავს, არის ჩამორჩენილობის ყველაზე დიდი დოზა”

ამბობს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას ხელმძღვანელი, თემურ ჭყონია მამუკა ხაზარაძეზე. ცნობისთვის, 4 ნოემბერს ხაზარაძემ თქვა, რომ თემურ ჭყონია წერილი მისწერა, რომელშიც ეწერა, რომ წალენჯიხაში მასთან ერთად გადასვლას აპირებდა.