მესმის იმ ადამიანს ვეღარ ვუშველი მაგრამ, იმედია ვინც მსგავსი წნეხის ქვეშ იქნება საჯაროდ საუბარი არ მოერიდება – ცოტნე კობერიძე

“მესმის იმ ადამიანს ვეღარ ვუშველი მაგრამ, იმედი მაქვს ვინც მსგავსი წნეხის ქვეშ იქნება საჯაროდ საუბარი არ მოერიდება “- აცხადებს “გირჩი მეტი თავისუფლების” წევრი ცოტნე კობერიძე. ამ წუთებში საქართველოს პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს სადაც მოქალაქეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომასა და ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეში დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

“დანაშაული დანაშაულად რჩება, რაც მოხდა ამ ფაქტს ხომ არაფერი ცვლის რაც ოცნებამ იკადრა. მესმის რომ ამ აქციით იმ ადამიანს ვეღარ ვუშველი მაგრამ იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ საჯაროდ საუბარი არ მოერიდებათ იმ ადამიანებს ვინც მსგავსი წნეხის ქვეშ იქნებიან. უნდა დაინახონ რომ მათ გულშემატკივრები ჰყავთ და გვერდით დავუდგებით” – აცხადებს ცოტნე კობერიძე.