დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მესტიაში ბოლოს ჩატარებული 600 ტესტიდან, კორონავირუსი ერთ შემთხვევაში გამოვლინდა.
„მესტიის მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუცია სრულად მართვადია, კონტროლს ექვემდებარება. იმის გამო, რომ 600 ტესტირებულში ერთი დადებითია, ჩემში საიმედო პროგნოზი არსებობს, რომ ალბათ ინფექცია ჯერჯერობით მუნიციპალიტეტში გავრცელებული არ არის. ამიტომ საჭირო იყო ამ მკაცრი ზომების გატარება. დღეს დავაინსტალირეთ ე.წ. სწრაფი, PCR-ის აპარატები მესტიის საავადმყოფოში, რომელიც 45 წუთში იძლევა პასუხს. ერთდროულად, ყოველ 45-ში შეუძლია 4 ნიმუშის ტესტირება, ანუ დღის განმავლობაში, დაახლოებით 40-50-ის“,- განაცხადა გამყრელიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“.