მესტია-ლატალის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა და გზა ჩახერგა. ფოტოს სოციალურ ქსელში ლევან დადვანი ავრცელებს.
ადგილზე დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძებიც, რის გამოც ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს.
გზის გასახსნელად სპეციალური ტექნიკა მუშაობს, ადგილობრივი ხელისუფლების ვარაუდით, გზის გახსნას დაახლოებით 16:00 საათისთვის შეძლებენ.
მუშაობას ართულებს წვიმა, რომელსაც მთელი დღეა არ გადაუღია.