“მეტი არ გაბედოთ შვილების საკითხით სპეკულირება!” – ასე მიმართა, ოცნების დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს პლენარულ სხდომაზე, სადაც რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ.
“ძალიან მძიმე და მდაბიო საქციელია შვილების და მომავალი თაობის ხსენება და მეტი არ გაბედოთ ამ საკითხით სპეკულირება! ეს არის რაღაცა ზღვარი და ფსკერს ქვემოთ დაშვება, რომელსაც არავის არ ვურჩევ”. – მიმართა დავით მათიკაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს.
გიორგი მსხილაძემ, “ოცნების” დეპუტატებს მიმართა: “თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი და ხვალ უნდა გასცეთ თქვენს შვილებს პასუხი თუ რატომ მოექეცით თქვენს ქვეყანას ასე, მათ მომავალს რატომ მოექეცით ასე. თქვენ უნდა გასცეთ პასუხი მთავარ კითხვაზე, და ამაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ შეხვალთ ისტორიაში – რა ნამუსით და რა სინდისით დააჭერთ მწვანე ღილაკს თუ წითელ ღილაკს და ისტორია განსჯის ვის მხარეს იყო სამართალი და სიმართლე”.