“მეტი აქტუალური საკითხი არ არის ქვეყანაში დარჩენილი, თქვენი აზრით? დღეს აქ რომ მობრძანდით, მხოლოდ მთავრობის ვალდებულება არ არის პატივი მიაგოს გმირებს, ყველას ვალდებულებაა, რომ მშვიდობიან ქვეყანაში ვცხოვრობდეთ. ჩვენც ყოველდღე ვაკეთებთ ალბათ რაღაცას მათი ხსოვნისთვის და დღეს ამ კონტექსტით რომ სვამთ კითხვებს, ჩემი აზრით, სამარცხვინოა”
ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტის კითხვას, 2008 წლის აგვისტოს ომი 7 აგვისტოს დაიწყო, თუ 8 აგვისტოს.