მეტი სიცოცხლე ყველა უბანში – “სირცხვილია” კალაძის ახალ სლოგანს პასუხობს

მოძრაობა ”სირცხვილია” თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის ახალ სლოგანს “მეტი სიცოცხლე ყველა უბანში” 5 ივლისის თბილისის ქუჩებში მომხდარი ძალადობის ფოტოებით პასუხობს. ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

კახა კალაძე ქართულმა ოცნებამ თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად 20 ივლისს წარადგინა.