თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით, მეტროსადგურებში ე.წ. “გამტარებლებს” ბარათები დაებლოკებათ.კალაძის თქმით, ე.წ. გამტარებლების გამოვლენა კონტროლიორების კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებაა – უკანონო ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, კონტროლიორს კანონდამრღვევისთვის სამგზავრო ბარათის ჩამორთმევის და მისი დაბლოკვის სრული უფლება აქვს.
“თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები, კონტროლიორები, კანონის სრული დაცვით, ახორციელებენ თავის უფლებამოსილებას, კერძოდ, ისინი სხვა მოვალეობებთან ერთად ისინი აკონტროლებენ ე.წ. გამტარებლებს, რომლებიც კანონდარღვევით ჩვეულებრივ მგზავრებს სთავაზობენ საკუთარი აბონემენტით, ეს შეიძლება არ იყოს მათი აბონემენტი და შეიძლება იყოს მათი ახლობლის, ოჯახის წევრის, სოციალურად დაუცველის, სტუდენტის, ვინც სარგებლობს შეღავათიანი ბარათებით… ამ ბარათებით ატარებენ ადამიანებს და მათგან იღებენ თანხას.
ეს, რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს აღმოიფხვრას. ასეთ შემთხვევებში ბარათები იქნება ბლოკირებული, რომ არ მივცეთ ადამიანებს კანონის დარღვევის საშუალება”, – აღნიშნა კახა კალაძემ.