მეტროსადგურ “გოცირიძეზე“ მიმდინარე სრულმასშტაბიანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 8 თებერვლიდან სადგური სამი თვის განმავლობაში მგზავრებს ვერ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მეტრო „გოცირიძეზე“ არ გაჩერდება.
8 თებერვლიდან თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. გამონაკლისია კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზები. თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმუშავებს.