თბილისში, მარჯანიშვილის მეტროსადგურში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ცნობისთვის, შემთხვევის ამსახველი ვიდეო დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებიდან ჩანს, რომ დაპირისპირებაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.