თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროს პირველი ხაზი ვარკეთილსა და სადგურის მოედანს შორის არ მუშაობს. მგზავრებს შეუძლიათ მგზავრობა მეტროსადგურ ახმეტელის თეატრიდან სადგურის მოედნის მიმართულებით.
კომპანიის განმარტებით, შეფერხების მიზეზი მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზია.
“ერთ-ერთ სადგურზე მოძრავ შემადგენლობაში შეიქმნა ტექნიკური ხარვეზი და საჭირო გახდა მისი გადაყვანა ჩიხში. ამიტომ პირველ ხაზზე, ნაწილობრივ ვემსახურებით მგზავრებს – ახმეტელიდან სადგურის მოედნამდე, ხოლო სადგურის მოედნიდან ვარკეთილის მიმართულებით დროებით შეჩერებულია. როგორც კი მატარებელი გადავა ჩიხში, განახლდება მოძრაობა”, – აცხადებს სატრანსპორტო კომპანია.