“კონტრასტი რომ ვაჩვენოთ, მეტი ილაპარაკეო, მეტს ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა, მანამ სანამ ბოლომდე არ დავასრულებ მათ ამ კრიმინალურ საქმიანობას”,– ასე პასუხობს ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა მელიას მოწოდებას, რომ მან მეტი ილაპარაკოს, რათა საზოგადოებამ მათ შორის კონტრასტი დაინახოს.
პრემიერმინისტრის თქმით, ნიკა მელია კრიმინალი, ზონდერი და უინტელექტო ადამიანია.
ღარიბაშვილი ნიკა მელიას მამას, ზუგდიდის მერობის კანდიდატს, ანზორ მელიასაც თავს ესხმის და ამბობს, რომ მას წარმოდგენა არ აქვს თვითმმართველობაზე და მუნიციპალიტეტის მუშაობაზე.
“საკუთარ მშობელს რომ არ უფრთხილდება შვილი, ის როგორ გაუფრთხილდება სხვების შვილებს. ამით ხომ ყველაფერი არის ნათელი”,– აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.