“მეუფე ანტონი ამას განიცდის და ნანობს ” -ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი ირწმუნება, რომ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი ჟურნალისტზე ფიზიკურ და სიტყვიერ თავდასხმას ნანობს.
“საერთოდ, ძალადობა ყველაგნ დასაგმობია, ეს ცხადზე უცხადესია. თავისთავად, არ იყო ეს ყველაფერი ლამაზი და დარწმუნებული ვარ, რომ მეუფე ანტონი ამას განიცდის და ნანობს. საერთოდ რაც ხდება ამ ბოლო პერიდოში, ძალიან რთულია აღსაქმელი და მოსასმენია”, – თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ 8 მაისს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა მთავარი არხის ჟურნალისტს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.