ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელის თქმით, სასულიერო პირებისთვის დახურულ სივრცეში პირბადის გაკეთება გათვალისწინებული არ არის, რადგან მათ ,,უფალთან აქვთ უშუალო კავშირი”.
„მინდა ვთქვა, რომ საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანები მიდიოდნენ, სრულიად შეუიარაღებლები დაინფიცირებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ და ძალიან ბევრი იღუპებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რისკის ფაქტორი არსებობს, მრევლი და სამღვდელოება მოდის იმიტომ, რომ ამ ლოცვას აქვს ეპიდემიის აღმოფხვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა.
რაც შეეხება სასულიერო პირების მიერ პირბადეების გაკეთებას, ეს არ არის გათვალისწინებული, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვდგავართ ღვთის წინაშე, ჩვენ გვაქვს უშუალო კავშირი უფალთან და ეს ნიშნავს რწმენის გარკვეული თვალსაზრისით სარწმუნოებრივ არასწორ დამოკიდებულებას და ამიტომ სასულიერო პირებს არა, თუმცა, ვინც სამღვდელოებას ემსახურება იმათ აქვთ ეს პირბადეები”, – ამბობს მეუფე დანიელი.
მთავრობამ ახალი შეზღუდვები დააწესა, რის მიხედვითაც აკრძალულია ნებისმიერი მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება. ასევე, სავალდებულო გახდა პირბადის ტარება.