ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მან სინოფარმის” ვაქცინა ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა.
“სინოდის გადაწყვეტილებით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, მაგრამ როდესაც ყოველდღიურად, გათენებისთანავე როცა განიცდი ამდენი ადამიანის დაღუპვას, მეგობრის, ახლობლის, საზოგადო მოღვაწეების, როდესაც იცი, რომ ისტორიულად ეს, ვაქცინაცია ერთადერთი შესაძლებლობაა პანდემიის დამარცხების, როდესაც შენ ყოველდღიურად ლოცულობ და უფალს ევედრები, რომ გიხსნას უცნაური სიკვდილისგან, ზედმეტი ფიქრის დრო აღარ არის.კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, მთელ სამედიცინო პერსონალას, ექიმებს უღრმესი მადლობა გადავუხადო თავდაუზოგავი შრომისთვის”, – თქვა მიტროპოლიტმა.