მთავარი არხის ინფორმაციით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში, მეუფე დიმიტრის რეზიდენციაში დღეს დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელსაც მეუფე დიმიტრისთვის ცივი იარაღით დაზიანების მიყენება სურდა.
ეპარქიის პრესსპიკერის, მამა იოანემ გორელაშვილის ცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ფეხით შეამტვრია კარები და რეზიდენციაში შეიჭრა, რა დროსაც რეზიდენციაში იყო ძაღლი, რომელმაც თავდამსხმელის შეჩერება სცადა. კაცი სტიქაროსანმა და სამართალდამცველებმა გაანეიტრალეს, რომლებიც კარის შემტვრევის დროს რეზიდენციასთან იყვნენ.
“იგი მალევე გაანეიტრალეს და აღმოაჩინეს, რომ დანით იყო შეიარაღებული. არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, ვერ ალაგებდა აზრს თუ რატომ აკეთებდა [ამას]. ამბობდა ესეთ სიტყვებს, რომ “არასათანადოდ დამხვდნენ” და ამიტომ შევამტვრიეო. გაუგებრად, ვერ გამოხატავდა აზრს, თუ რა სურდა” – აღნიშნავს მამა იოანე განცხადებაში, რომელსაც “ტაბულა” ავრცელებს.
თავდამსხმელი პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა.