ნინოწმინდის პანსიონის ახლადდანიშნულმა დირექტორმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ადრეა ჯერ საუბარი იმაზე, შეუშვებს თუ არა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას პანსიონში.
”მე ახლა შემოსული ვარ, რომ სიტუაციას გავეცნო. გავეცნობი სიტუაციას, ჯერ ადრეა მაგაზე საუბარი, გავეცნობი სიტუაციას და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას. დღესდღეობით სოციალური მუშაკები მუშაობენ, სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან. ასვეე, სხვადასხვა ორგანიზაციებიც იყვნენ შემოსულები და კითხვები დღევანდელ მდგომარეობაზე არ აქვთ. ადრე რა იყო არ ვიცი, თუმცა დღევანდელ მდგომარეობაზე არ აქვთ და ადრეც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და მე ვფიქრობ, არასწორი გადაწყვეტილება მიიღო” – ამბობს მეუფე იაკობი.
ცნობისთის, პატრიარქის ილია მეორეს გადაწყვეტილების, ნინოწმინდის პანსიონს მეუფე სპირიდონის ნაცვლად მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.