ხვალ, 17 ივნისს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდება. ისინი ნინოწმინდის პანსიონზე ისაუბრებენ.
საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში შედგება.
სახალხო დამცველი ითხოვს, პანსიონში შეუშვან და მონიტორინგის ჩატარების საშუალება მისცენ.