,,წარმოგიდგენიათ, რომ მე ეკლესიაზე შეტევა შეიძლება, განვახორციელო? მეუფე იაკობი ასაკით ჩემზე უმცროსია, ძალიან ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს, როცა ასაკით უფროს ადამიანებს ელაპარაკება და ესაუბრება” – ასე ეხმაურება TV პირველთან ინტერვიუში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მეუფე იაკობის განცხადებას.
ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი ამირან გამყრელიძისგან და პაატა იმნაძისგან საზოგადოებისთვის სახლში დარჩენის მოწოდებებს გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს.
გამყრელიძის თქმით, მისი განცხადებები საექიმო მრწამსიდან გამომდინარეობს, ამიტომ მასთან დისკუსიაში არ შევა.
,,ორჯერ ესწრებოდა იმ სხდომას, როცა მე საპატრიარქოში ვიყავი, იცის მან, რაზეც ვისაუბრე იქ, მე ამ წითელ პარასკევს და აღდგომის წინა დღეებში არ შევალ დისკუსიაში მათთან. ექიმი ვარ და ჩემი განცხადებები გამომდინარეობს ჩემი საექიმო მრწამსიდან” – აცხადებს გამყრელიძე.