მეუფე იაკობმა ნინოწმინდის პანსიონიდან 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა

ნინოწმინდის პანსიონის ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა მეუფე იაკობმა პანსიონიდან 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა.მისივე განცხადებით, პანსიონში აქამდე 40-ზე მეტი თანამშრომელი იყო. თუ რატომ გაათავისუფლა მეუფე იაკობმა, ის პასუხობს რომ არ არის საჭირო ამდენ თანამშრომელი.

“ჩვენთან ამდენი თანამშრომლის ყოფნა არ არის საჭირო. 19 აღმზრდელი დარჩება ამ ეტაპზე და მერე შევხედავთ… ვისაც წასვლა უნდა, არავის ვაჩერებთ, ველოდებით, როდის გადაიყვანენ და ვინც დარჩება, სრულად რომ ჰქონდეს მომსახურება, არაფერი მოაკლდეთ, იმიტომ, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესები უნდა დავიცვათ”, – თქვა მან.

მისივე განცხადებით, პანსიონში აქამდე 40-ზე მეტი თანამშრომელი იყო. რაც შეეხება კითხვას, რა პრინციპით გათავისუფლდნენ ისინი, მეუფე იაკობი არ პასუხობს.