ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ჟურნალისტზე მოძალადეების გამართლებას ცდილობს. სასულიერო პირი ირწმუნება, რომ ფორმულას ჟურნალისტმა, რატი წვერავამ პერანგი თავად შემოიხია და ჩხუბი დაიწყო.
ჟურნალისტს 5 ივლისს პარლამენტის წინ შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.
“ვინც ჩვენზე ფსიქოლოგიურად ძალადობას, პროტესტი რომ გამოვაცხადოთ, ჩვენ ვართ მოძალადებიი, ისინი ანგელოზები არიან – საოცარია. ეუნები, რომ აქ ნუ მოხვალ – არა, მე მინდაო. ნუ მოხვალ. ეს ზონა შენთვის არ არის – არა, მე აქ მინდა, მოვედი. გაჰყავთ და რატომ გაგყავართ, ხელით შემეხეთო ხო? და წიხლებს იყრევინება. კიდევ უარეს აგრესიას იწვევს. ცივ წყალს ასხამენ და იძახის, 200 მეტრი მიწაზე მათრიესო. ვინ გათრია? გამოგაგდეს, წადი აქედან. “საროჩკა” სველი ჰქონდა წყლისგან და შემოიხია, გადააგდო. ქუჩის მეორე მხარეს გაიქცა და იქ დაიწყო ჩხუბი.
იძახის, აი, მღვდელმა მე არ მიშველა, არ დამეხმარაო. რაში დაგეხმარო, ძმაო? გინდა, შენთან ერთად ვლანძღო გარშემო ხალხი?! თუ როგორ დაგეხმარო? შენ ელემენტარული საზოგადოებაში ქცევის ეთიკური ნორმები დაარღვიე და ითხოვ პატივისცემას? ვისგან? შეურაცხყოფ საზოგადოებას და ითხოვ პატივისცემას? რა? თავხედობის? უტიფრობის? კადნიერების? ძალადობის? დაუშვებელია, ესე გაუკუღმართდა…”. – ამბობს მეუფე იოანე ქადაგებისას.
ტელეკომპანია “კავკასიამ” ფორმულას ჟურნალისტის ცემის კადრები გადაიღო: